REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

რეფორმერის პროექტები

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
12 May 2020

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ უფასო შემსწავლელი კურსები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.

ამ პროექტში ჩაერთო 25 მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომლებიც დღესაც განაგრძობენ ამ კურსების უფასოდ შესწავლას.

დღეს სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ბავშვები როდესაც ხდებიან 18 წლის რჩებიან ქუჩაში, პროფესიისა და განათლების გარეშე.

ჩვენ გვინდოდა, რომ ამ ბავშვებს დავეხმარებოდით ახალი პროფესიების შეძენაში.

დღეს ეს ბავშვები თვითონ მუშაობენ იმაზე, რომ ქმნიან ახალ პლატფორმას სადაც დარეგისტრირდება უამრავი მზრუნველობამოკლებული ბავშვი, სადაც განათავსებენ თავიანთ სურვილებს თუ რა პროფესია სურთ მათ, რომ შეიძინონ და ჩვენი დახმარებით ამ პროექტში ჩაერთვება უამრავი კომპანია თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებიც დაეხმარებიან ამ ბავშვებს პროფესიის შეძენაში, განათლებაში და დასაქმებაში.

ჩვენ გვინდა, რომ ეს ბავშები არ დარჩნენ ქუჩაში და ქონდეთ სწორი განვითარების საშუალება.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ჩვენ გავაკეთეთ უფასო პროგრამული ენების შემსწავლელი კურსი იქ მცხოვრები ბავშვებისათვის.

თავდაპირველად ამ პროექტში ჩაერთო 15 ბავშვი და დღეს უკვე 6 ბავშვი არის დასაქმებული და თავიანთი  ცოდნით იღებენ შემოსავალს.

ამ პროექტით, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა პრეცედენტი იმისა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია დისტანციურად მიიღო კარგი შემოსავალი საკუთარი განათლებით.

მეორე ის, რომ მსოფლიოში არის უდიდესი მოთხოვნა და საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი, რომ განავითაროს ციფრული ეკონომიკა.

მესამე,  რომ ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში და ეს ინვესტიციები ბევრად უფრო ინკლუზიურად იყოს გადანაწილებული ჩვენს მოსახლეობაზე და ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ სოფელი არ დაიცალოს ახალგაზრდებისგან .

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ზოგადად ადამიანის სწორი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ჯანსაღი წესი. ამიტომაც ,,რეფორმერმა“ აიყვანა ფეხბურთის პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ შეასაწავლის ფეხბურთს თბილისის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

,,რეფორმერმა“ საფრანგეთის სავაჭრო პალატასთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განახორციელა პატიმრების დასაქმების პროექტი სოფლის მეურნეობის სფეროში. ამ პროექტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრებს მოჰყავთ მოსავალი და ამ მოსავლის რეალიზაციით აქვთ საკუთარი შემოსავალი.

ზოგადად ესეთი პროექტები მნიშვნელოვანია ჩვენი პატიმრების რესოციალიზაციისთვის.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის განვითარება.

ჩვენ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ერთად, უკვე სამი წელია ვცდილობთ საქართველოში შემოვიყვანოთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სტუმართ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლა ,,ვატელი“  და გავხსნათ მისი ფილიალი საქართველოში.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენს განათლების სამინისტროს არ გააჩნია ჩარჩო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებდით ავტორიზაციის გავლას. ამიტომაც ჩვენ, საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ეს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გადავეცით და ვაჩუქეთ სახელმწიფოს.

დღეიდან უკვე, ნებისმიერ უნივერსისტეტს შეუძლია, ავტორიზაცია გაიაროს ამ ჩარჩო დოკუმენტის მეშვეობით და მოამზადოს პროფესიონალი კადრები მომსახურების სფეროში. ჩვენი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმის განვითარებას.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ამ წლის დასაწყისში ჩვენ გამოვაცხადეთ ღია კონკურსი სტუდენტებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უნდა წარმოედგინათ საკუთარი ხედვა ქვეყნის განვითარების 5 სტრატეგიული მიმართულებით.

ეს იყო განათლება, სოფლის მეურნეობა,  ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიები.

ასეულობით ახალგაზრდამ მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა და გამარჯვებულებმა მიიღეს ფულადი ჯილდო და გაემგზავრებიან ქალაქ ბრიუსელში, ევროპარლამენტში და ევროსტრუქტურებში ვიზიტით.

ძალიან საინტერესო ნაშრომები იყო წარმოდგენილი, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამხელა რესურსია ჩვენს ახალგაზრდებში და რომ ეს რესურსი სწორად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ამ პროექტმა მოგვცა მოტივაცია, რომ გამოგვეცხადებია უკვე ახალი პროექტი, სადაც ათასობით ახალგაზრდა შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ეს იქნება ორდღიანი პროექტ - მარათონი სადაც ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდები წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას ჩვენი ქვეყნის ყველა სტრატეგიული მიმართულებით განვითარებაზე.