image

რატომ არის

მნიშვნელოვანი  რეფერენდუმი


თუ გსურთ, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოშივიცხოვროთ, სადაც მოქალაქეების უფლებები დაცული იქნება, ყველას ექნება ღირსეული ცხოვრებისადა დასაქმების პირობები, მაშინ უნდა გავერთიანდეთ და დავიბრუნოთ ჩვენს მიერ არჩეულიახლანდელი და მომავალი ხელისუფლებების მართვის სადავეები.
რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლებისაღსადგენად პირველი გზა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეტანაა.ამ განაცხადს კი მოქალაქეთა მხარდაჭერა და შესაბამის ბლანკზე ხელმოწერა სჭირდება.

ხელმოწერა

აქტიურ ხელმომწერთა რაოდენობა

1808

ხშირად დასმული კითხვები

დაკლიკეთ შესაბამის კითხვას და იხილეთ პასუხი.


„რეფერენდუმი“ საერთო სახალხო კენჭისყრაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე ტარდება. ტერმინი მე-16 საუკუნეში დამკვიდრდა შვეიცარიაში, თუმცა საერთო სახალხო კენჭისყრას ჯერ კიდევ რომის იმპერიის სახალხო კრებაც ხშირად მიმართავდა.დღევანდელ მსოფლიოში რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების უნიკალური და უშუალო დემოკრატიული ფორმაა.

საქართველოს კანონმდებლობისა და ისტორიული პრაქტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ამ ტერმინს შემდეგი განმარტება აქვს:

რეფერენდუმი - საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კენჭისყრის შედეგი დაუყოვნებლივ, გამოქვეყნებისთანავე იძენს აღსრულებისთვის სავალდებულო ხასიათს. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა.

პლებისციტი - კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ხშირად რეფერენდუმს „პლებისციტის“ სახელითაც მოიხსენიებენ და ქვეყნების მიხედვით ამ ტერმინების უკან განსხვავებული რამ იგულისხმება. ძირითადი სხვაობა კი იმაში მდგომარეობს, თუ რა საკანონმდებლო შედეგი მოყვება საერთო სახალხო კენჭისყრას.

რეფერენდუმის შედეგი სავალდებულო ხასიათისაა და გამოქვეყნებისთანავე მიექცევა აღსრულებაში.

პლებისციტის შედეგი არასავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

დიახ! რეფერენდუმის გამოცდილება გვაქვს.

• 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით კენჭი ეყარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ბიულეტენში სულ 1 შეკითხვა იყო: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ ამომრჩეველთა 90.3% მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა. მონაწილეთა 98.9% მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და სამაჩაბლოს (მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ოლქი) მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა აბსოლუტურმა უმრავლესობამაც დადებითი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვას.

• მეორე რეფერენდუმიც ჩატარდა საქართველოში 2003 წელს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად. აქაც მხოლოდ 1 შეკითხვა იყო ბიულეტენში: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“?ამომრჩეველთა თითქმის 60% მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა. მონაწილეთა თითქმის 84% მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას.სხვა რეფერენდუმი ჩვენ არ გვქონია.

• პლებისციტი მხოლოდ ერთხელ შედგა, 2008 წელს. 2 საკითხი განიხილებოდა: საპარლამენტო არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოტანა; ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა.პლებისციტში ამომრჩეველთა 56%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. ნატოში გაწევრიანებას 68%-ზე მეტმა, ხოლო არჩევნების თარიღის გადმოწევას 71%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

1. საქართველოს კონსტიტუცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

2. საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ : https://matsne.gov.ge/ka/document/view/33028?publication=12

1997 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას ჩამოერთვა რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება.ამ ცვლილებით:

ა. რეფერენდუმი ფაქტობრივად გაუთანაბრდა პლებისციტს, ანუ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს ძალაუფლების განხორცილებების ერთადერთი უშუალო დემოკრატიული გზა.

ბ. შეიქმნა ლეგიტიმაციის პრობლემა - საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

გ. საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოეცალა ლეგიტიმური საფუძველი - საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვეს ის უფლება, რომლის საფუძველზეც 1991 წელს აღდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლების აღსადგენად პირველი გზა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეტანაა. ამ განაცხადს კი მოქალაქეთა მხარდაჭერა და შესაბამის ბლანკზე ხელმოწერა სჭირდება. კანონპროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: ბმული

მზაობა ხელმოწერისთვის შეგიძლიათ დააფიქსიროთ აქ: https://bit.ly/3xIc6m6

შენ უნდა გემსახურებოდეს მთელი სახელისუფლებო აპარატი და არა პირიქით!

სახელმწიფო ხარ შენ!