კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო რედაქცია: 17 მაისი, 2020

ააიპ "რეფორმერი", შემდგომში რეფორმერი, იზრუნებს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; ისინი გამოყენებული იქნება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად; მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენს მფლობელობაში არსებული თქვენი პირადი მონაცემების შესახებ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას.

საკანონმდებლო საფუძვლები

ჩვენ ვეყრდნობით საკანონმდებლო ნორმებს; ვამუშავებთ მონაცემებს, მათ შორის, თქვენი თანხმობით (მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო, ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება) ხელშეკრულებების დადებისა და შესრულების აუცილებლობისა და იურიდიული ვალდებულებების შესრულებისთვის. 

მონაცემთა დამუშავების პრინციპები

მონაცემთა დამუშავებისას დაცული იქნება შემდეგი პრინციპები:

  • მონაცემები დამუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის;
  • მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია რეფორმერის შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად;
  • მონაცემების სინამდივილისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად რეფორმერი პერიოდულად განაახლებს მონაცემებს;
  • მონაცემები შეინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად;
  • რეფორმერის მიერ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი დაიბლოკება, წაიშლება ან განადგურდება, ან შეინახება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხველი ფორმით და შეიძლება გამოყენებული იქნას რეფორმერის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სტატისტიკური ანალიზისთვის;
  • რეფორმერის მიერ არ მოხდება მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:

  • არსებობს მონაცემთა სუბიექტის (ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება) თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა რეფორმერის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია რეფორმერის, ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).


მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება

  • რეფორმერი მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დაამუშავოს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი;
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი მონაცემი;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, რეფორმერს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ  მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა;
  • რეფორმერი უფლებამოსილია, სუბიექტის ერთჯერადი თანხმობის შემთხვევაშიც, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული აქტივობების თაობაზე.

მონაცემთა უსაფრთხოება

  • რეფორმერი ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი, ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი, ან უკანონო დაკარგვისაგან;
  • მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატურია;  

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს რეფორმერის მიერ მისი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია;
  • მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
  • მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად , საჯაროა;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება;
  • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში რეფორმერი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
  • რეფორმერი მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, ან განადგურების შესახებ;
  • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში რეფორმერი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს, ან გაანადგუროს მონაცემები,ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.

თუ რეფორმერი მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია, ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს, ან განაახლოს მონაცემები და ეს აცნობოს მონაცემთა სუბიექტს.

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია რეფორმერისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:

  • როდესაც მოგვმართავთ წევრობის, მოხალისეობის, პარტნიორობისა თუ სხვა საკითხების შესახებ;
  • როდესაც აგზავნით წერილს, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით;
  • სატელეფონო ზარის განხოციელებისას;
  • სოციალურ ქსელში მიმოწერისას და ჩვენს გვერდებზე აქტივობებისას;
  • სხვა ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობისას;
  • სიახლეების ან და სხვა ინფორმაციის გამოწერისას.

კითხვების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მოცემული ბმულით: საკონტაქტო ინფორმაცია