REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესი

ავტორი:
კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
26 Apr. 2020

ორგანიზაცია ,,რეფორმერის” დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და სხვა სტუმრებთან ერთად გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

პატიმრებმა შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.

პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა.

ორგანიზაცია ,,რეფორმერი” აგრძელებს პროექტის მხარდაჭერას და მოსავლის მოსაყვანად საჭირო პესტიციდების პატიმრებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას.