REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

ანი ჯაფარიძე, "რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდა- კრწანისის ოლქში

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მარათონში პარტია "რეფორმერის" გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძეც ჩაერთო. ანი პროფესიით ბიზნესის მართვისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტია, აქვს საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ანი ჯაფარიძე: "რეფორმერში" მისი დაარსების დღიდან ვარ. თავიდან "რეფორმერი" იყო ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც წელიწადზე მეტხანს ახორციელებდა სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის. ჩვენი საზოგადოებრივი აქტიურობის დროს წამოვიდა მოთხოვნა ჩვენი მხარდამჭერებისა და გულშემატკივრებისგან, რომ "რეფორმერი" ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში და მიგვეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ეს იყო გუნდის და ჩვენი ლიდერის თორნიკე ჯანაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება.

_ რატომ აირჩიეთ მთაწმინდის რაიონი?

_ მთაწმინდა ჩემთვის განსაკუთრებული არჩევანია და ამავდროულად, დიდი გამოწვევა. ცხოვრების უმეტესი დრო მთაწმინდაზე მაქვს გატარებული, კარგად ვიცნობ, ამ რაიონს, რომელიც გამორჩეულია თავისი მაცხოვრებლებით, მრავალფეროვნებით, ისტორიით, არქიტექტურით. მთაწმინდას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს.

_ რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა ამ უბნის ამომრჩეველმა?

_ ჩვენ პოლიტიკოსები უნდა აგვირჩიონ კონკრეტული პარამეტრების, გამოცდილების, ცოდნისა და უნარების საფუძველზე. სწორედ ამის დამკვიდრებას ვცდილობთ ქართულ პოლიტიკაში, სადაც ნდობის ბოროტად გამოყენების დიდი ისტორია გვაქვს.

მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი პოზიციებზე, სადაც მიწევდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საინტერესო პროექტების მართვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია ჯიარ ქონების მართვაში. ჩემი ორგანიზატორობით განხორციელდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ვაგონების რეაბილიტაციის პროექტი, ასევე ვმუშაობდი საერთაშორისო კვლევით კომპანია TNS - ში. ჩემი პროფესიული კარიერის სხვადასხვა ეტაპზე შემხვდა უამრავი ბარიერი და ბიუროკრატიიული პრობლემა, რომელთა მოგვარება არც საჯარო სამსახურიდან იყო შესაძლებელი, არც ბიზნეს სექტორიდან, სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს პოლიტიკაში. პოლიტიკა ჩვენთვის და ყველა "რეფორმერისთის" არის საშუალება განვახორციელოთ ჩვენი იდეები. მე მწამს ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი აქტიურობის, ცვლილებებისთვის მზაობის. ჩვენ შევცვლით იმ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, პროგრესს. ჩვენ შევქმნით ახალ პოლიტიკურ რეალობას, ამისთვის საჭიროა ადამიანების ჩართულობა პროცესებში, საჭიროა აქტიურობა, მოქმედება. დროა, ყველამ თავის თავში იპოვოს რეფორმერი, იდეა, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს და რომელიც, ყველაფერზე მაღლა დგას.



წყარო: https://www.newposts.ge/
ტეგები: