REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
პარტია რეფორმერი შატილში მომხდარ ავარიაზე
პოლიტიკური პარტია რეფორმერი მწუხარებას გამოთქვამს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო.
"ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რთულია ასეთ დროს ანუგეშო გარდაცვლილთა ახლობლები, ჩვენ ვიზიარებთ მათ დიდ მწუხარებას. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია", — აცხადებს რეფორმების დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. უწყების ცნობით, მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.
მთვრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
წყარო: https://on.ge/