REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

„კოვიდ 19-თან თანაცხოვრების“ გეგმა

ავტორი:
კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
14 Sep. 2020

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საქართველოს ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროებში და სრულიად ქვეყნის განვითარებაში გაჩნდა კოლოსალური რისკები, რომლებზეც გვჭირდება ზუსტი ხედვა. მიუხედავად უამრავი იმ ნაბიჯებისა, რომლებიც უკვე გადაიდგა, ყველა აღნიშნული დარგის ექსპერტიზას უნდა მოეყაროს თავი, გასაგებ, რაციონალურ და ანალიზზე დაფუძნებულ გეგმაში, რომელიც მკაფიოდ უნდა ასახავდეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს და რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისაგან. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს COVID 19-თან თანაცხოვრების გეგმას, რეკომენდაციებსა და ხედვებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია კრიზისთან თანაცხოვრება დამატებითი კრიზისების შექმნისა და ქვეყნის პარალიზების გარეშე. მზად ვართ წარმოვადგინოთ დეტალური, სიღრმისეული ანალიზი დაინტერესებულ მხარეებთან და შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა ინდივიდთან, თუ ჯგუფთან, რომელიც დაინტერესებულია პრობლემის გადაწყვეტაში შეიტანოს საკუთარი წვლილი და გააჩნია ამის შესაძლებლობა.

დოკუმენტის სანახავად დაკლიკეთ აქ: „კოვიდ 19-თან თანაცხოვრების“ გეგმა PDF