REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

თორნიკე ჯანაშვილი - მოვუწოდებ ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას „რეფორმერის“ წინააღმდეგ

„მოვუწოდებ ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და ბინძურ კამპანიას „რეფორმერის“ წინააღმდეგ“,-ამის შესახებ პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.

როგორც თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ეწევა დეზინფორმაციის კამპანიას და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას „რეფორმერის“ წინააღმდეგ.

„დღეს გაკეთდა განცხადება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდა რეფორმების გუნდი შეუერთდა . ეს შეთხზული გუნდი, რეალურად ისედაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სახელების მანიპულირებით, რათა მოხდეს პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ დისკრედიტაცია.

ჯერ კიდევ, როდესაც "რეფორმერი" იყო ახალგაზრდული პლატფორმა, „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა დეზინფორმაციის კამპანიას, რომ ვითომ არსებობს კავშირი ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას არ მოჰყვა მათთვის სასურველი შედეგი, რის შემდეგაც მათ შექმნეს ახალი ნარატივი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს როგორც ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად იყრის კენჭს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ნომრით 13.

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას, ეს არის ბინძური კამპანია, რაც აზიანებს პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოს” - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

ინფორმაციას პარტია „რეფორმერის“ პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: www.interpressnews.ge