REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
შეხვედრა ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
30 ივლისს სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში პოლიტიკური პარტია რეფორმერის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებსa და პოლიტოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია რეფორმერის ლიდერმა, თორნიკე ჯანაშვილმა სტუმრებს გააცნო რეფორმერის ხედვები ქართული პოლიტიკის ახალ სტანდარტზე და ჰოლაკრატიაზე, როგორც მმართველობის თანამედროვე მოდელსა და მის უპირატესობებზე.
ღონისძიების სადისკუსიო პლატფორმა მოიცავდა მოსაზრებების გაცვლასა და მსჯელობას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ვახტანგ ძაბირაძე, მამუკა არეშიძე, ვასილ პაპავა, სოსო ცისკარიშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, სოსო არჩვაძე, მერაბ ჯანიაშვილი და სხვები.
"ჩვენთვის, როგორც ახალი პარტიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. პოლიტოლოგების და ექსპერტების მოსაზრებები ყოველთვის გასათვალისწინებელია.
დღევანდელი დისკუსიის თემაა პოლიტიკის ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებასაც გეგმავს ქართულ პოლიტიკაში პარტია რეფორმერი . ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების დროა, ამიტომ ვთავაზობთ საზოგადოებას მსჯელობის დაწყებას მმართველობის ისეთ მოდელზე, როგორიცაა ჰოლაკრატია. ეს არის დეცენტრალიზებული მმართველობის ფორმა, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთი ადამიანის, არამედ გუნდების მიერ, რომლებიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანებით და გამორიცხავს ძალაუფლების კონსოლიდაციას მხოლოდ ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ. ჰოლაკრატია მოიაზრებს კოალიციურ მთავრობას, სადაც წევრების შერჩევა ხდება არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის მიხედვით" — განაცხადა რეფორმერის ლიდერმა, თორნიკე ჯანაშვილმა.
წყარო: https://on.ge/