REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

6 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება კანონის უზენაესობის და...

ავტორი:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
20 Jul. 2020

პროექტ "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს" ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის 6 აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოში: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბელორუსში და უკრაინაში. 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოებს შორის გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება.
გიორგი აბრამიშვილი (პოლიტიკური პარტია " რეფორმერის" გამგეობის წევრი, ანალიტიკოსი და მარკეტოლოგი ): 2020 წლის განახლებული შედეგები საზოგადოებისთვის ივნისის მეორე ნახევარში გახდა ხელმისაწვდომი. 6 ქვეყნის აგრეგირებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირთან დაკავშირებული აღქმები ურიგო არ არის - 6 ქვეყნის მოქალაქეთა 49% დადებითად აღიქვამს ევროკავშირს, 70% თვლის, რომ ევროკავშირსა და მათ ქვეყანას შორის ურთიერთობები "კარგია", 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი საქართველოსთვის 71 %--ს შეადგენს და მხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკის მოსახლეობის შეფასებას (82%) ჩამორჩება.

ევროკავშირს, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან შედარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (60%) ენდობა, სახასიათოა, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 69 % -ს შეადგენს. აგრეთვე კარგად არის შეფასებული ევროკავშირის როლი კორუფციასთან ბრძოლასა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებაში.

გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საინტერესოა რამდენიმე მონაცემის შედარებითი ანალიზი კონკრეტული ქვეყნების მიხედვით. მაგალითისთვის, საქართველოში ყველაზე მაღალია ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ ტრადიციული მედია-საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი (35%) და ყველაზე დაბალია (52%) სოციალური მედიისა და ინტერნეტის მოხმარება.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ( მხოლოდ აზერბაიჯანს უფიქსირდება უფრო დაბალი მაჩვენებელი - 27%) ბოლო 3 თვის განმავლობაში ევროკავშირის შესახებ ინფორმირების მაჩვენებელი და იგი 2020 წელს 39%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანი კლებაა 2017 წლის 65 % თან შედარებით, თუმცა ამავდროულად ბოლო 3 თვის განმავლობაში ევროკავშირის შესახებ მიღებული ინფორმაცია საქართველოში პოზიტიური იყო 59% -სთვის და ამ მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ცალსახად ლიდერობს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ევროკავშირის შესახებ ნაკლებ ადამიანს ესმის, თუმცა ვინც ინფორმირებულია მეტწილად პოზიტიურად.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 75% უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია ქვეყანაში და ამ მხრივ უარესი მაჩვენებელი მხოლოდ მოლდოვას აქვს (78%)

დემოკრატიის სხვადასხვა ინდიკატორების შეფასებიდან საყურადღებოა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფილია . უარესი მაჩვენებლები აქვს მხოლოდ მოლდოვას (35%) და ბელორუსს ( 33%) . 6 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შეფასებით გამოირჩვა საქართველო გენდერულ თანასწორობის უზრუნველყოფითაც (51 %) და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება აგრეთვეე კანონის უზენაესობის მხრივ (33 %) და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ (30 %) . ამ ბოლო ორი მაჩვენებლის მხრივ მოლდოვას და უკრაინის მოსახლეობა აფიქსირებს უარეს შეფასებებს.

გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საინტერესოა, რატომ ვერ აღწევს ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, ფინანსური მხარდაჭერა სასურველ მიზანს, მაშინ როდესაც 6 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე მაღალია ევროკავშირის კონკრეტული პროგრამების ცნობადობა (61%) და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებით (65%) გამოირჩევა პროგრამების ხელშესახები აღქმული ეფექტი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. " ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ვერ აღწევს ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, ფინანსური მხარდაჭერა სასურველ მიზანს, უფრო მეტიც, რატომ არის მიღებული შედეგები ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებში. მით უმეტეს, რომ ეს არასახარბიელო შედეგები ძირითად მიმართულებებზე ფიქსირდება, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებითი ველის საფუძველია და საქართველოს საზოგადოების, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის განვითარების ქვაკუთხედი უნდა იყოს " - აცხადებს პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" წევრი, გიორგი აბრამიშვილი.

პარაზიტები ერთ წამში გაქრებიან! უბრალოდ მიიღეთ ეს ძალზე იაფი...

წყარო: http://newpost.ge/