REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
ინტერპრესნიუსი რეფორმერის სამედიცინო დახმარების პროექტს ეხმაურება
ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერი“ 4 500 ცალ სამედიცინო პირბადეს, 200 ცალ მრავალჯერადი მოხმარების პირბადეს და სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ 150 ცალ სპეცტანსცმელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ გადასცემს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი 200 ცალ მრავალჯერად პირბადეს ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს.
გარდა ამისა, „რეფორმერი" უსასყიდლოდ გადასცემს სპეციალიზირებულ სადეზინფექციო კამერას სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც მისი განსაკუთრებული საჭიროება აქვს. „რეფორმერის“ ინფორმაციითვე, სადეზინფექციო კამერა დამზადებულია თანამედროვე სტანდარის შესაბამისად და აქტიურად იყენებენ წამყვან ქვეყნებში.
„გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში; დავეხმაროთ ჩვენს ხელისუფლებას, სამედიცინო სექტორს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც საკუთარ მაღალი რისკის ფასად, პროფესიულ ვალს ასრულებენ“, - აცხადებს „რეფორმერის“ დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი.
სრული ვერსია იხილეთ სააგენტოს ბმულზე: https://www.interpressnews.ge