REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

მუსიკის პედაგოგების პრობლემება - ანი ჯაფარიძე

ავტორი:
კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
24 Sep. 2020

პარტია "რეფორმერი" სახელოვნებო სკოლების ინსტრუმენტული მუსიკის პედაგოგების პრობლემებს ეხმაურება.

სახელოვნებო სკოლების პედაგოგები წლებია სახელმწიფოსგან ყურადღების გარეშე არიან დარჩენილი. ისინი არ სარგებლობენ მასწავლებლის სტატუსით, აქვთ მიზერული ანაზღაურება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მწირი დაფინანსება და ა.შ. როგორც ამ დარგში დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, სახელოვნებო განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი, თუმცა ამ ეტაპზე ეს მიმართულება სახელმწიფო პრიორიტეტებში კვლავ არ არის მოხვერილი.

პარტია "რეფორმერის" გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"სახელოვნებო განათლების სისტემას რომ ბევრი პრობლემა აქვს, ამაზე დარგის სპეციალისტები წლებია საუბრობენ. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ძალიან დაბალ, დამამცირებელ ანაზღაურებაზე მუშაობენ, ისინი არ სარგებლობენ მასწავლებლის სტატუსით. მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სკოლების მუსიკის პედაგოგებმა საკუთარი პრობლემების შესახებ და დახმარების თხოვნით ძალიან ბევრჯერ მიმართეს სხვადასხვა უწყებებს. მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სკოლების მუსიკის პედაგოგთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამ ადამიანების უმეტესობის ხელფასი 80-100 ლარს არ აღემატება, მათი 1 აკადემიური საათი შეფასებულია 1.50 ლარად, ხელფასი გაიცემა 10 თვით და ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე მათ შემოსავლის წყარო, თუნდაც ასეთი სავალალო, არ გააჩნიათ. სამწუხაროა, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში აუთვისებელი რჩება ასეული მილიონი ლარი, მუსიკის პედაგოგებისთვის ვერ გამოიყო საჭირო თანხები ხელფასების გასაზრდელად. ამ ადამიანების მოთხოვნა სახელმწიფოსგან ამ სექტორის თანადაფინანსებაა, რაც არის ერთადერთი გზა სახელოვნებო განათლების სისტემის გადასარჩენად. "

სამწუხაროა, რომ სახელოვნებო სკოლებში თვალშისაცემია ასაკოვან პედაგოგთა რაოდენობა, რომელთა ღვაწლიც კლასიკური მუსიკის წინაშე ფასდაუდებელია, თუმცა 35, 40, 45 წლის პედაგოგები თითებზე ჩამოსათვლელია.

უმეტესთა ასაკი 65 წელს ზემოთაა, აღარ არსებობს ახალგაზრდა კადრი. ეს პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის აღარ წარმოადგენს ინტერესის სფეროს. მუსიკის პედაგოგობა ელემენტარულ საარსებო საშუალებას არ იძლევა და ახალი თაობა ამ პროფესიას აღარ ირჩევს, ძალიან მალე ინსტრუმენტული მუსიკის პედაგოგები აღარ გვეყოლება.

ეს პრობლემა უკვე სახეზეა ჩვენი ორკესტრების სახით, რომლებიც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული მუსიკოსებით ივსება და ამ პრობლემის გადაწყვეტას ვერ შველის კულტურის სამინისტროს შეფარებული 1-2 სამუსიკო დაწესებულება.

პარტია რეფორმერის გენერალური მდივნის ანი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა რამდენიმე წელიწადში მუსიკის პედაგოგები თითქმის აღარ გვეყოლება და ქვეყანაში, რომელსაც კლასიკური მუსიკის მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავს გაზრდილი, ეს სფერო აღარ იარსებებს:

"სამწუხაროა, რომ უკვე ათეული წლებია ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემები ექმნებათ პედაგოგებს. განათლება და ხელოვნება კვლავ ვერ მოხვდა ხელისუფლების პრიორიტეტების ნუსხაში. ამ ადამიანებს დაფასება სჭირდება. ჩვენი მიზანია შეიცვალოს მიდგომები პედაგოგების და განათლების მიმართ, რადგან განათლების გარეშე წარმოუდენელია ქვეყნის განვითარება. ზუსტად ამ ძირეულ ცვლილებების გატარებას ისახავს პრიორიტეტად პოლიტიკური პარტია რეფორმერი - აცხადებს ანი ჯაფარიძე.

წყარო: https://on.ge/