REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტია რეფორმერი დააფუძნეს

ავტორი:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
20 Jul. 2020

ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტია რეფორმერი დააფუძნეს, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 9 ივლისს სასტუმრო რუმსში რეფორმერის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ახალგაზრდებს. გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არიან. პარტიის ლიდერის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, ახალი პარტიის დაფუძნების მიზანია, შეცვალოს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკურ პროცესებში გზა გაუხსნას ახალგაზრდა წარმატებულ პროფესიონალებს.

პარტიის პრეზენტაციაზე რეფორმერის დამფუძნებელმა თორნიკე ჯანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გუნდის წევრები წარუდგინა და პარტიის ხედვები გააცნო. "ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. ცვლილებების დროა. 30 წელია ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი. ჩვენი გუნდის წევრებს გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე" – აცხადებს რეფორმერის ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი.

"რეფორმერის დაარსების პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ მათ აქტივობებს. თორნიკე ჯანაშვილს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ერთად გვქონდა შეხვედრები ბრიუსელსა და გერმანიაში ევროპელ პოლიტიკოსებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია რეფორმერის იდეები: თავისუფლება, თანასწორობა და მდგრადობა, რაც ძალიან ჰგავს საფრანგეთის კონსტიტუციის მთავარ პოსტულატებს. მივესალმები, რეფორმერის, როგორც პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, რომელთაც აქვთ ევროპული ხედვა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი", – ამბობს ანტუან ბარდონი საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და თორნიკე ჯანაშვილის პირადი მრჩეველი.

"რეფორმერმაუკვე წამოიწყო განსხვავებული საარჩევნო კამპანია. გუნდის წევრების წინაასარჩევნო შეხვედრები და სამუშაო რეჟიმი სოციალურ ქსელში გადის. ჩვენ ვართ ღია და გამჭვირვალე ყველასთვის, და ასე გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

რეფორმერის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტიის მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები: საფრანგეთის ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, IRI, UNDP, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელები.


წყარო: https://on.ge/