REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

კორონაპანდემიის პირობებში კრიზისის მართვის პროგრამა

კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:

პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და კრიზისის მართვის გეგმა წარადგინა. თორნიკე ჯანაშვილი ხელისუფლებას ეპიდსიტუაციის სწორი მართვისკენ მოუწოდებს.

თორნიკე ჯანაშვილმა წარადგინა " რეფორმერის" მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც თავიდან აგვარიდებს მასობრივ ჩაკეტვას და ეკონომიკის ჩამოშლას.

თორნიკე ჯანაშვილი: "ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეპიდსიტუაციას სჭირდება სწორი მართვა.

დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია და ზოგადად საზოგადოებრივი განწყობა ცხადყოფს, რომ ჩაკეტვა და ზედმეტი არამიზნობრივი რეგულაციები გამოსავალი არ არის, ამიტომაც ჩვენ წარმოვადგენთ "რეფორმერის" ხედვას კრიზისის მართვასთან დაკავშირებით.

ჩვენ მიგვიწევს თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხები, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როდესაც ვსაუბრობთ Covid 19 თან თანაცხოვრებაზე მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლების მიმართულებებით.

იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას, რომლის განხორციელების შემთხვევაში, თავიდან ავირიდებთ მასობრივ ჩაკეტვას, რაც ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას საბოლოო ჩამოშლისგან გადაარჩენს.

თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, პარტია "რეფორმერს" აქვს კორონაპანდემიასთან დაკავშირებული სიღრმისეული ანალიზი, კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. " ჩვენ გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან, შესაბამის უწყებებთან, ინდივიდუალურ პირებთან, ვინც დაინტერესებულია პრობლემის გადაჭრით და გააჩნია ამისი შესაძლებლობა - აცხადებს პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

წყარო: http://newpost.ge