REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
მსჯავრდეულების სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმება
გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე პირველად დაიწყო პროექტი, რომელიც ამ დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის უვადო სრულწლოვანი პატიმრების სოფლის მეურნეობაში დასაქმებას ისახავს მიზნად.
მოსავლის მოყვანისთვის საჭირო პესტიციდები ორგანიზაცია ,,რეფორმერმა“ უსასყიდლოდ გადასცა დაწესებულებას, ხოლო მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებს საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა დაეხმარება, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა მათი შემოსავლის წყაროდ იქცეს.
გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.