REFORMER ბლოგი
საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები
პროგრამული ენების კურსი მზრუნველობამოკლებული და სოცალურად დაუცველი ბავშვებისთვის
ორგანიზაცია ,,რეფორმერი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს 14დან-18 წლმადე მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების მიღების პროგრამის ფარგლებში პროგრამული ენების შემსწავლელ უფასო კურსს.
კურსის ფარგლებში მსმენელები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, გაერკვნენ ვებ-გვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყონ ვებ-გვერდი, მენეჯმენტი გაუწიონ ვებ-გვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგოების მიღწევებს სხვადასხვა მიმართულებებით,
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბავშვები შექმნიან სოციალურ პლათფორმას, რომლის ქვეშ გაერთიანდება ყველა მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლებიც გააზიარებენ თავიანთ სურვილებს, იმის შესახებ თუ რომელ საქმიანობას სურთ მიუძღვნან საკუთარი მომავალი. მათი სურვილების ასრულებაში ,,ორგანიზაცია“ რეფორმერი სხვადასხვა ბიზნესის ჩართვას უზრუნველყოფს.
გარდა, იმისა, რომ წარმატებით კურსდამთავრებულები მარტივად შეძლებენ სამუშაო ადგილების მოძიებას და მიღებული ცოდნის რეალიზებას, პროგრამული ენების სწავლა ხელს უწყობს პრობლემების მიმართ მიდგომის ცვლილებას და ავითარებს შემოქედებით და სტრუქტურული აზროვნების უნარს.