REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

ანი ჯაფარიძე - კორონაპანდემიის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე მძიმედ აისახება

პარტია „რეფორმერის“ გენერალური მდივანის, მთაწმინდის მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძის განცხადებით, კორონაპანდემიის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე მძიმედ აისახება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯაფარიძე კვლევას აქვეყნებს.

მისივე განმარტებით, უკანასკნელ წლებში ინვესტიციების შემცირების ტენდენცია ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ კი ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

,,კორონაპანდემიის ეკონომიური ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე. იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვები არ დაწესებულა საერთაშორისო ვაჭრობაზე, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ იქონიებს გავლენას მათ პარტნიორებზეც. საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, იმის მიუხედავად, რომ გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა 2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის 17,2% -ია, იანვარ- თებერვალში ჩინეთში დაწყებული კორონაპანდემიის მიუხედავადა ჩინეთის წილი ექსპორტში 12,4%-ია, დროის იგივე მონაკვეთში რუსეთის წილი 11,5%-, რუსეთი მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელ წლებში ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალური გახდა“, - აცხადებს ანი ჯაფარიძე.

მიისვე თქმით, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში ვირუსის აფეთქების ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც.

,,საქსტატის“ მონაცამებით ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტეციების 47.2% -ია, ჩინეთიდან - 3.2%.ია, ამერიკიდან 7.8% გასული წლის თხუთმეტ ყველაზე დიდ ინვესტორს შორისაა აშშ, ჩინეთი, იაპონია. ამ ქვეყნებში ვირუსის აფეთქების ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და კოვიდ 19-ის ზემოქმედება ზღუდავს მოხმარებას, ტურიზმისა და ვაჭრობის ზრდას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის 4,5%-მდე გაუმჯობესება. შიდა მოთხოვნის ზრდას ხელს შეუწყობს შინამეურნეობებზე გაცემული საბანკო კრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და გზავნილების საწყის დონეზე დაბრუნება. პროგნოზებით, ამონაგები საცალო ვაჭრობიდან და განათლების სექტორში მთავრობის დანახარჯების ზრდა 2020 წელს 1,1%-ით, ხოლო 2021 წელს 6,3%-ით გაზრდის მომსახურებას. აქედან 2021 წლის მონაცემები ტურიზმის სფეროში მოსალოდნელ გაუმჯობესებას ასახავს.

კორონაპანდემიის მიუხედავად, 2020 წელს პროგნოზირებულია მრეწველობის ზრდის 3,1%-იან ნიშნულზე შეჩერება მშენებლობისა და წარმოების ტემპის შენელების ფონზე, თუმცა 2021 წელს მოსალოდნელია 2,1%-ით ზრდა, მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. 2020 წელს პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის დარგის მცირე კლება 0,7%-ით, ხოლო 2021 წელს 0,4%-თ ზრდა, დარგში განხორციელებული ინვესტიციების ზრდასთან ერთად“, - აღნიშნა ანი ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი 4%-იანი აღდგენის მაჩვენებელი ,,ოპტიმისტური პროგნოზია".

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის (WEO) ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება; გრძელვადიან პერსპექტივაში IMF-ის პროგნოზი ოპტიმისტურია - 2022 წლისთვის ის 6%-იან ზრდას შეადგენს. 2020 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა, შესაბამისად, იმისთვის, რომ IMF-ის პროგნოზი გამართლდეს, წლის ბოლო კვარტალში რეცესია 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს. საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ მაჩვენებელზე დაგეგმა მომდევენო წლის ბიუჯეტი IMF-ის მსგავსად და 2021 წელს 5%-იან აღდგენას მოელის. ეს შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს 4%-იან აღდგენას ელის“, - განაცხადა ანი ჯაფარიძემ, რომლის კომენტარს პარტია „რეფორმერის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: www.interpressnews.ge