სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიმართულება

სასოფლო-სამეურნეო და საფერმერო კულტურის მოდერნიზაციას უდიდესი როლი აქვს საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის და ქალაქსა და სოფელს შორის დღეს არსებული უთანასწორობის შესამცირებლად. ამავდროულად, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება.  

შემოგვიერთდი

სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განათლებაზე. აუცილებელია დავიწყოთ ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის გადაცემა, ხოლო  კოოპერატივებს უნდა გაუჩნდეს ეფექტიანი ინსტრუმენტები ბიზნეს საქმიანობისთვის.

მიგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის  საჭიროა მიწის რეგისტრაციის პროცესის მოქნილობა, პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშწობა,  სარწყავი ქსელების განვითარება და რაც ყველაზე მთავარია დაფინანსების ხელმისაწვდომობა.

ამ მიმართულებით ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვები, ცოდნა და უნარები სოფლის მეურნეობის დარგში კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე  სისტემის შესაქმნელად. რეფორმერის პლატფორმაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულების ჯგუფს და ერთად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე.

დროა სოფლის მეურნეობის საკითხები პოლიტ პოპულისტური დაპირებების ნაცვლად ვაქციოთ ქმედით სამოქმედო გეგმად, რომელიც რეალურ შედეგებს მოუტანს საქართველოს.

ამ მიმართულებით ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვები, ცოდნა და უნარები სოფლის მეურნეობის დარგში კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე  სისტემის შესაქმნელად. რეფორმერის პლატფორმაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულების ჯგუფს და ერთად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე.

ჩვენ გაძლევთ პლატფორმას, ცოდნასა და უნარებს, გაკავშირებთ ადამიანებს, რათა ერთად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. 

ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო! შემოგვიერთდი!

შემოგვიერთდი ყველაზე მზარდ საზოგადოებრივ მოძრაობაში!

ჩვენ უკვე 5,000-ზე მეტი ვართ