ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება

ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობები და პოლიტიკური სუბიექტები გვაჩვევდნენ, რომ ჩვენი პოტენციალი მხოლოდ ღვინო, ტურიზმი და ქარხნებია. სინამდვილეში, ჩვენ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს და თუ გვსურს, გავარღვიოთ განვითარებადი ქვეყნის ჩაკეტილი წრე და გავხდეთ განვითარებული ქვეყანა, გასაღები სწორედ ახალ ტექნოლოგიებსა და განათლებულ, პროფესიონალ, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებშია. 

შემოგვიერთდი

დღეს არ აქვს მნიშვნელობა სან ფრანცისკოში ცხოვრობ, სკოლკოვოში, თუ საქართველოში. თუ ადამიანებს მივცემთ კონკრეტულ ცოდნას, პროფესიულ უნარებს და დავეხმარებით იდეების რეალიზებაში, საქართველოდანაც შესაძლებელია გაჩნდეს ახალი ტექნოლოგიები, რითაც უზარმაზარი ეკონომიკური დოვლათი შეიქმნება.

ტექნოლოგიების პოპულარიზაციის არაერთი პროექტი განვახორციელეთ და დავინახეთ, რომ უამრავი ინდივიდი თუ ორგანიზაცია, მიუხედავად საკუთარი მცდელობებისა აწყდება პოლიტიკური ნების ჩიხს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ეფექტური პროექტები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანებზე იქნება ორიენტირებული და რომელიც იქნება სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება.

თუ გაქვს საბაზო ცოდნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, გაგაჩნია შესაბამისი პროფესიული უნარები, იდენტიფიცირებული გაქვს კონკრეტული პრობლემები საქართველოს რეალობაში და რაც მთავარია გაქვს ხედვა ამ პრობლემების გადაწყვეტის, მაშინ ეს პლატფორმა შენთვისაა.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ პოზიტიური და პროგრესული დღის წესრიგი საქართველოსთვის!

სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვები, ცოდნა და უნარები კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად და ინფორმაციული ტექნოლოგიების დასანერგად. რეფორმერის პლატფორმაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულების ჯგუფს და ერთად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე.

ჩვენ გაძლევთ პლატფორმას, ცოდნასა და უნარებს, გაკავშირებთ ადამიანებს, რათა ერთად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. 

ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო! შემოგვიერთდი!


შემოგვიერთდი ყველაზე მზარდ საზოგადოებრივ მოძრაობაში!

ჩვენ უკვე 5,000-ზე მეტი ვართ