ერთად შევქმნათ განათლების ახალი სისტემა
პროფესიები, რომლებიც არსებობს დღეს, სულ ცოტა ხნის წინ არც არსებობდა. შესაბამისად, დღევანდელ განათლების სისტემას აქვს გამოწვევა მოამზადოს ახალი თაობის პროფესიონალები, პროფესიებისთვის, რომლებიც ჯერ არც კი არსებობს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განათლების სისტემა განიცდის კრახს და განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრის შეთავაზებას გლობალური შრომითი ბაზრისთვის.
შემოგვიერთდი
ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას მიზანმიმართულად ეშლებოდა ხელი, რადგან დღემდე არ არსებობდა ორგანიზაცია, ჯგუფი, რომლისთვისაც მისაღები იქნებოდა განათლებული საზოგადოება. განათლება თითქმის საფრთხედაც კი იყო მიჩნეული სხვადასხვა მთავრობისთვის.
დროა ეს შეიცვალოს! დროა ერთად შევქმნათ განათლების სისტემა, რომელიც მოამზადებს ეროვნულ ღირებულებებზე, კარიერულად მოტივირებულ პროფესიონალებს დამოუკიდებელი ხედვით, ყოველგვარი ნეგატიური სტერეოტიპული ზემოქმედებისგან თავისუფალ მოქალაქეს, რომელსაც შესწევს ძალა და აქვს უნარები გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევბს.
ყველა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც შერჩეული გვაქვს საქართველოს განვითარების სტრატეგიაში გადის სწორედ განათლებაზე, რადგან შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების გარეშე შეუძლებელი იქნება უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის და მითუმეტეს ტექნოლოგიების დარგის განვითარება, რომელიც დღეს მთავარი ფრონტია გლობალური ქვეყანათაშორის კონკურენციის.
ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის მთავარი აქტივი, განათლებული, ძლიერი საზოგადოებაა, რომელიც ქმნის ადამიანურ კაპიტალს და რომელზეც შეიძლება ყველაფერი დანარჩენის დაშენება.
სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვები, ცოდნა და უნარები კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე განათლების სისტემის შესაქმნელად. რეფორმერის პლატფორმაზე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულების ჯგუფს და ერთად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე.
ჩვენ გაძლევთ პლატფორმას, ცოდნასა და უნარებს, გაკავშირებთ ადამიანებს, რათა ერთად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს.
ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს ფუფუნება ველოდოთ სხვას, რადგან უკვე 30 წელზე მეტია ვადევნებთ თვალს წარუმატებელ ნახევრად მცდელობებს და ახლა, სწორედ შენი დროა, თავად შეცვალო! შემოგვიერთდი!